საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გახსნა. როგორც ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც ე. წ. დოკუმენტაცია წესრიგში ექნება. თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობაც.
ოკუპირებულ ახალგორში ე. წ. საზღვარი დაახლოებით ხუთი თვე იყო ჩაკეტილი.