დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. თარიღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს. მსვლელობა სამებიდან დაიწყო, სადაც დილიდან წყალი ეკურთხა. სასულიერო პირებმა ავტოკოლონებით დედაქალაქის უბნები მოიარეს. აკურთხეს ქუჩები და დალოცეს მოქალაქეები. ფეხით მსვლელობა, პანდემიიდან გამომდინარე, წელს არ გაიმართა. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.