ნუცუბიძის 26-ში მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს. საუბარია ამხანაგობა „დელისი 3“-ის პროექტზე, რომლის მიხედვით, უკვე აშენებულ კორპუსს მესამე სადარბაზო უნდა მიუმატონ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესი მათ საფრთხეს შეუქმნის, ჩაიკეტება გზა და სახანძრო, სასწრაფო, თუ სამაშველო მანქანები კორპუსთან მისვლას ვეღარ შეძლებენ.
მათ არგუმენტებს სამშენებლო კომპანია არ იზიარებს. „დელისი 3“-ის იურისტის განცხადებით, ნებართვა კანონის დაცვით აქვთ მიღებული და ყველა ნორმა გათვალისწინებულია.