ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე, ნოდარ ნათაძე დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს და 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერია.