ზურაბ და ნიკო ჭავჭავაძეებისადმი მიძღვნილი საღამო ყვარელში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნა ლიტერატურული საღამო მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ყვარლის მერიის კულტურის სამსახურის და ლიტერატურული სალონის ორგანიზებით მოწყობილ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითშემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.