მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა 

გამოცემა, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერის ცხოვრებას აღწერს.

გამოიცა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაცია, რომელიც მერაბ კოსტავას საზოგადოებრივ აქტივობებს და შემოქმედებას ეძღვნება. პუბლიკაციაში ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი პირადი წერილები, უნიკალური ფოტო-მასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტია თავმოყრილი.