კახა კუკავასა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანების ბრიფინგი

კახა კუკავამ და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა, 1992 წლის 2 თებერვლის საქმის გამოძიების მოთხოვნით, დღეს ბრიფინგი გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ 28 წლის წინ, მშვიდობიანი აქციის დარბევაში დამნაშავე პირები არ დასჯილან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბრიფინგზე შეკრებილებმა  მასშტაბური აქციები დააანონსეს.