ირაკლი ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია 

ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ირაკლი ბათიაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მეცნიერისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ბათიაშვილის სამოცი წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოცემაში ირაკლი ბათიაშვილისა და მის მოღვაწეობის შესახებ შესულია უწმინდესის და უნეტარესის წერილი, ასევე ქართველი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლების წერილები. წიგნი ასევე აერთიანებს ირაკლი ბათიაშვილის ეროვნული მოძრაობის დროინდელ და შემდგომი წლების სტატიებს, ესეებს და ფილოსოფიურ ნაშრომებს.  პრეზენტაცია, ირაკლი ბათიაშვილის საარქივო ვიდეომასალით და ფოტოებით გაიხსნა.