„თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების სათანადო სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ.

ვეტერანების განცხადებით, ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების გამოძიება და დამნაშავეების  დასჯა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა მოხდეს რეპრესიებისას დაზარალებულ ადამიანების სამართლებრივი და მორალური რეაბილიტაცია. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას თქმით, აღნიშნული ფაქტების გამოძიება სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია და აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ პროკურატურას არაერთხელ მიმართეს. კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ 22 დეკემბერს, 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან 28 წელი სრულდება და პარტიის წევრები და ვეტერანები პარლამენტთან აქციას გამართავენ.