აქცია გამოძიების მოთხოვნით

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარემ, კახა კუკავამ და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა გმირთა მოედანზე აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა 1992 წლის ორი თებერვლის მშვიდობიანი აქციის დარბევის სამართლებრივი გამოძიებაა.

კახა კუკავა აცხადებს, რომ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებსა და ევროპის იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ოფისები მდებარეობს. მისივე თქმით, ის დოკუმენტური მასალების შეგროვებას, თარგმნას და საერთაშორისო საზოგადოებაში მათ გავრცელებას აპირებს.

დატოვე კომენტარი