აქცია სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობა სპორტული მოედნის ადგილას კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორია ადრე “ცენტრ პოინტს” ჰქონდა შესყიდული, გაკოტრების შემდეგ კი კვლავ მერიას დაუბრუნდა. თუმცა, როგრც მოსახლეობა აცხადებს, ადგილს მშენებლობისთვის ახლა სხვა კომპანია ითხოვს.

უკვე ორი კვირაა, მოქალაქეები მერიისგან პასუხსა და რეაგირებას ელოდებიან. დედაქალაქის მთავრობაში ადასტურებენ, რომ კომპანიას პროექტი ურბანულ სამსახურში აქვს შეტანილი თუმცა, ამ ეტაპზე, მისი განხილვა მიმდინარეობს.