„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.
როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და არ არის გამორიცხული, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდეს.