დღეს ნიკოლოზობაა.
დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ილია მეორემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.