პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

სააღდგომო ლიტურგია მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. წირვის ბოლოს არქიდიაკონმა დემეტრემ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა. ილია მეორე ყურადღებას ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და დაპირისპირებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა სააღდგომო მარხვისა და ზოგადად დღესასწაულის სიხარული გაანელა. ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, ჩვენ ყველას ერთად სამშობლოს სიყვარული უნდა გვაერთიანებდეს. „გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა“ – ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.