ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

სააღდგომო ლიტურგია მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას მრევლთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. წირვის ბოლოს კი არქიდიაკონმა დემეტრემ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა. ილია მეორე ყურადღებას ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და დაპირისპირებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა სააღდგომო მარხვისა და ზოგადად დღესასწაულის სიხარული გაანელა. ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს იმაზეც, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, მოქალაქეები სამშობლოს სიყვარულმა უნდა გაგვაერთიანოს.