21 წლის ნიკა ჯამაგიძის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჯამაგიძე ყაჩაღობაშია ბრალდებული. ის 2017 წლის 20 მარტს დააკავეს და ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 21 წლის ახალგაზრდა ყვება, რომ მას ალიბი აქვს და მაშინ როდესაც „ჯიპისის“ აფთიაქი ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა, ის სხვა მისამართზე, მამიდასთან იმყოფებოდა. ბრალდებული ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან დიღმის მთავარ სამმართველოში ზეწოლის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ჯამაგიძე ადვოკატთან ერთად მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც მან
ჩვენება მისცა და 2017 წლის 20 მარტი გაიხსენა.