სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული კიდევ ერთი მუშა.
47 წლის ზაზა აბრამიშვილი მაღაროს ნანგრევებიდან 7-საათიანი ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს. ტრაგიკული შემთხვევა ამჯერად ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მაღაროში მოხდა. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, იყო თუ არა გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დაცული. შესაბამისი დასკვნის მომზადებამდე და გამოძიების დასრულებამდე კი მაღაროს მმართველი კომპანია სერთიფიკატს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ობიექტი ორი თვის წინ შეამოწმეს. თუმცა დაღუპულის ოჯახს გვირაბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვს.