საპროტესტო აქცია შუქრუთში

სამი თვის შემდეგ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში საპროტესტო ტალღა განახლდა.

ადგილობრივები „ჭიათურ მანგანეზს“ მანგანუმის მოპოვებითი სამუშაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. მოსახლეობის მტკიცებით, საწარმოო პროცესი მათ სახლებს საგრძნობლად აზიანებს. დაზიანების კვალი „მოამბის“ კამერამაც დააფიქსირა. თუმცა, მხარეებს შორის სადავოა, როდის დაზიანდა სახლები – ახლა თუ საბჭოთა პერიოდში მიმდინარე სამუშაოების დროს. სოფლის მცხოვრებლები მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციის გადახდას „ჭიათურ მანგანეზს“ სთხოვენ, თუმცა მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია კომპანიისთვის, რომელსაც საკუთარი არგუმენტები აქვს.

მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყება ეჭვქვეშ დგას.

დატოვე კომენტარი