აფეთქება მაღაროში

შუქურთის მაღაროში 47 წლის დასაქმებულის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მაღაროელი ზაზა აბრამიშვილი დღეს გამთენიისას ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები ბოლო შემოწმების დასკვნით წესრიგში იყო.

რამ გამოიწვია ნგრევა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჭიათურაში უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტები.

ბოლო ინფორმაციით ირმა ჭოლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.