მშობიარეს გარდაცვალება

რა გახდა ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობიდან მესამე დღეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი – ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დაღუპულის ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებლობას კლინიკის ხელმძღვანელობას აკისრებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. თავად მედპერსონალი ირწმუნება, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონია და სიკვდილის სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ქალის გარდაცვალების მიზეზს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოც შეისწავლის. რაც შეეხება ახალშობილს, ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეთერ მამალაშვილის სიუჟეტი დეტალებით.