„ლელოს“ განცხადება

„ლელო“ კვლავ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს. კანონპროექტის ინიციატორებმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მომხდარი სწორედ არსებული კორუფციის შედეგია. პარტიის წევრების თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტმა დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.