ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლაში - რას ჰყვებიან ადგილობრივები

ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მათგან ერთი არასრულწლოვანი გოგონაა. შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი დინებამ გაიტაცა. ადგილობრივები თქმით, გარდაცვლილთა შორის არის მამა-შვილი და ჭიათურის ორი მკვიდრი, რომლებიც თერჯოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შეძლეს ერთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. დაღუპულთა ცხედრები, თერჯოლის მერის განმარტებით, ქუთაისის პროზექტურაშია გადაყვანილი. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.