შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში.

ადგილობრივები დასახლებაში „ჭიათურ-მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მიწისქვეშ მანგანუმის მოპოვების პროცესი მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. კომპანიას სოფლის ტერიტორიაზე 11 საწარმო აქვს. „ჭიათურ-მანგანეზი“ ბრალდებებს სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის პირველადი შედეგებით პასუხობს და საცხოვრებელი სახლების დაზიანებებს საბჭოთა პერიოდში მიმდინარე საწარმოო სამუშაოებს უკავშირებს. კომპანია ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნას ელოდება.