უკვე რამდენიმე საათია, თავისუფალია გადაადგილება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რეგიონის 46 სოფელი გახსნილია. შეზღუდვები რჩება მხოლოდ გეტასა და მუშევანში, სადაც სხვა დასახლებებიდან შედარებით, რთული ეპიდსიტუაციაა. მუშევანში – 54, გეტაში კი კორონავირუსის 18 ფაქტია გამოვლენილი.
აქტიურად მიმდინარეობს მოქალქეების სამედიცინო შემოწმება და ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. სულ მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის 160 შემთხვევაა დადასტურებული, 12 გარდაცვლილიდან კი სამი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება.
რა სიტუაციაა მუნიციპალიტეეტში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ? – რუსუდან ლოლაძე ბოლო ცნობებით ბოლნისიდან.