ნაწილობრივ გახსნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტი

უკვე რამდენიმე საათია, თავისუფალია გადაადგილება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რეგიონის 46 სოფელი გახსნილია. შეზღუდვები რჩება მხოლოდ გეტასა და მუშევანში, სადაც სხვა დასახლებებიდან შედარებით, რთული ეპიდსიტუაციაა. მუშევანში – 54, გეტაში კი კორონავირუსის 18 ფაქტია გამოვლენილი.

აქტიურად მიმდინარეობს მოქალქეების სამედიცინო შემოწმება და ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. სულ მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის 160 შემთხვევაა დადასტურებული, 12 გარდაცვლილიდან კი სამი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება.

რა სიტუაციაა მუნიციპალიტეეტში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ? – რუსუდან ლოლაძე ბოლო ცნობებით ბოლნისიდან.