პროექტის მიზანია აღწეროს საქართველოს ისტორია კრიმინალური შემთხვევების მეშვეობით. თითოეული ფილმი ეფუძნება კონკრეტულ კრიმინალურ ამბავს, რომლის პარალელურად ხდება იმ პერიოდის საქართველოს ზოგადი ვითარების აღწერაც.
პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ ორ არქივს: საბჭოთა უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეებს და კომუნისტური პარტიის არქივის მასალას, სადაც თავმოყრილია პარტიის ყველა რგოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პროექტის მომზადებისთვის გამოყენებულია იმ დროის პერიოდული გამოცემები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტები. ყოველივე ამის ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად აღვწეროთ კონკრეტული ეპოქა.
პროექტის პირველი ნაწილი
ფილმი „ამხანაგი ბანდიტები“ – ორი სერია
1921-1923 წლები – ქაოსი საქართველოში. პერიოდი, როდესაც საქართველო ახალი გასაბჭოებულია და ქვეყანაში საბჭოთა წყობა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. იმ დროს არსებული ვითარების ძირითადი მახასიათებელია ბანდ ფორმირებების სიმრავლე.
ერთ-ერთი გამორჩეული ბანდა – კახეთში მოქმედი შაქრო მოსულიშვილის, მეტსახელად „გიჟოს“ დაჯგუფება, რომელიც 5 წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა სიღნაღის, ყვარლისა და თელავის მაზრებს.
ბანდიტი მოსულიშვილი, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ კომუნისტი გახდა და პარტიულის საფარქვეშ, ღამ-ღამობით ყაჩაღობდა. „გიჟოს“ ბანდის ანგარიშზეა ათობით მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება. ბანდასა და „ჩეკას“ საგანგებო რაზმს – „ჩონს“ შორის, 7 მასშტაბური შეტაკება მოხდა. მოსულიშვილის ბანდის განეიტრალება 1923 წელს ჩეკას სპეც-ოპერაციის მეშვებით გახდა შესაძლებელი.
„გიჟოს ბანდის“ გარდა, ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ მყარდებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება, როგორ ცხოვრობდნენ უბრალო მოქალაქეები, რა ზნე-ჩვეულებები და ცრურწმენები არსებობდა მაშინდელ საქართველოში.
რეჟისორი: შალვა შენგელი
სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე
სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები
თბილისის კართან
იონას საქართველო
ეპოქა
დოკუმენტური ფილმები