ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, ტრადიციული კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ გაიმართა. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. საიუბილეო სეზონს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაასრულებს „ბაროკო კონცერტებითა და ფოლიებით“, დირიჟორი – ჟორდი სავალი.