ინციდენტი შავ ზღვაზე, რომელმაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.
შავი ზღვის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მფრინავმა ამერიკულმა მზვერავმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა. ოფიციალური ვაშინგტონი უპილოტო აპარატის ჩამოგდებაში რუსეთის სამხედრო ავიაციას ადანაშაულებს. რუსეთის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ეს არის პირველი ინციდენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახლა ორივე მხარე ცდილობს, შავი ზღვიდან ამერიკული თვითმფრინავის ნაწილები მოიპოვოს, რომელიც შესაძლოა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს. რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, რუსეთის საზღვრის მახლობლად მტრული ფრენები შეწყვიტოს.