რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზე – სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში 188 აფეთქება დაფიქსირდა. ღამის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხა ნიკოლაევის რეგიონსაც, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკის მიმართულებით.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელთაგან ათი კურსკის რეგიონში, ხოლო ერთი კი კალუგას ოლქის თავზე. უკრაინის პრეზიდენტმა კი ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, რომ კიევში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ისაუბრა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე.