ექვსი კონკურსანტი „საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივ-შოუსთვის ემზადება.
ხვალინდელი ტური ცნობილი ქართველი კომპოზიტორების რეპერტუარს დაეთმობა. პოპულარულ სიმღერებს მეგა-პროექტის მონაწილეები ახალი ინტერპრეტაციით შეასრულებენ. ლაივ-შოუს შემდეგ პროექტს კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშება.
შეგახსენებთ, რომ ფავოროტებისთვის ხმის მიცემის პროცესი სოციალური ქსელით და ტელეფონით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.