„ღამის სერენადები“

15:30, 07.08.2020

ბათუმი-თბილისის რიგით მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს განსხვავებული ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, კონცერტების პირდაპირი ტრანსლირება ონლაინ-რეჟიმში მოხდება. საკონცერტო საღამოებზე კლასიკური მუსიკის შედევრებთან ერთად, თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შედგება.

ფესტივალი ბათუმში 27 აგვისტოს გაიხსნება, თბილისში კი ორ და ოთხ სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი