პირველ არხზე მეგაშოუ „შარქ თენქ საქართველო“ იწყება 

ცნობილი საერთაშორისო სატელევიზიო მეგა-პროექტის ქართული ლიცენზირებული ანალოგი – დღეს, „მოამბის“ დასრულებისთანავე პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველო“ იწყება.

მეგაშოუ განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნეს-იდეების რეალობად ქცევა ან არსებული ბიზნესის გაფართოება სურთ. მათ პროექტებს და იდეებს ხუთი ცნობილი ბიზნესმენი აფასებს და დაინტერესების შემთხვევაში პარტნიორობას სთავაზობს.

სხვადასხვა სატელევიზიო პროექტს საქართველოს პირველი არხი უკვე რამდენიმე წელია, გარე წარმოების სტუდიებთან თანამშრომლობით ამზადებს. „შარქ თენქ საქართველოს“ წარმოებაზე პოპულარულმა აუთსორს-კომპანია „სტენლიმ“ იმუშავა, რომელსაც წარმატებული პროექტების, მათ შორის გადაცემების, ფილმებისა და ვიდეორგოლების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შარქ თენქ საქართველო“ პირველი არხის ეთერში ოთხშაბათობით, 22:00 საათზე გავა.

დატოვე კომენტარი