„შარქ თენქ საქართველო“ - შეხვედრა სტუდენტებთან

პირველი არხის მეგა-პროექტის, „შარქ თენქ საქართველოს“ შარქები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს ტექნოლოგიური და ბიზნეს სიახლეები. შარქებმა შეხვედრაზე პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ასევე სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. „შარქ თენქ საქართველოს“, SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს 2021 წლიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მლნ-ზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.