მზადება ევროვიზიისთვის 

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ამსტერდამში გასამგზავრებლად ემზადება.

თორნიკე ყიფიანი საკონკურსო სიმღერაზე ვიდეოკლიპს იღებს. გადაღებები ოპერაში, პირველი არხის პავილიონში და ბათუმში მიმდინარეობდა. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად არის.

ევროვიზია 2021 წელს როტერდამში გაიმართება. თორნიკე ყიფიანი კი 20 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს.

ევროპაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.