სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი

ხვალ ორბელიანის მოედანი სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს.

წარმოდგენილი იქნება ორნაწილიანი პროგრამა. პირველ განყოფილებაში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ცნობილი შემსრულებლების და ანსამბლების მიერ დიდი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება, მეორე ნაწილი კი ახალი თაობის მუსიკოსების პროექტს დაეთმობა. ეს არის ჯაზის, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნილი პროექტი სახელწოდებით „მზემ სიყვარულს ბგერა უსურვა“.

კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.