„სილქ ფაქტორის“ პრიზი „საქართველოს ვარსკვლავის“ ათეულს

მუსიკალური მეგა პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის მონაწილეები, სილკ ფაქტორი სტუდიომ დაასაჩუქრა.

ცხრა კონკურსანტი „სილქ ფაქტორის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში ერთ სიმღერას ინდივიდუალურად ჩაწერს, ხოლო პროექტის გამარჯვებულ თორნიკე ყიფიანს, ორი სინგლის ჩაწერის შესაძლებლობა მიეცემა.

ათივე კონკურსანტი მეგაპროექტში საკონკურსო ლაივზე შესრულებული ნომრებიდან ერთ-ერთ სიმღერას აარჩევს და პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩაწერაზე იმუშავებს.

ავტორი: მანუ მურღულია.

საქართველოს ვარსკვლავი

ახალი დღე