მსოფლიო კინო-სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინში.
ორ დღეში დოლბის თეატრი ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. წელს ჯილდოები 24 ნომინაციაში გაიცემა. საზეიმო ღონისძიებას ამჯერად წამყვანი არ ეყოლება. დაგეგმილია რამდენიმე პერფორმანსი და მუსიკალური ნომერი. ღონისძიებაზე ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტსაც გაიხსენებენ.