„ოსკარი 2024“

წლის მთავარი კინომოვლენა და ამერიკული კინოაკადემიის ახალი ფავორიტები.

„ოსკარის“ წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლენილები არიან. ყველაზე მეტი, შვიდი ოსკარი კრისტოფერ ნოლანის დრამამ მიიღო. „ოპენჰაიმერი“ დაჯილდოების ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა.

ოთხი ოსკარი მიიღო იორგოს ლანთიმოსის კინოსურათმა „საბრალო არსებები“. ამავე ფილმში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ემა სთოუნმა აიღო. საუკეთესო ფილმებისა და მსახიობების გამოვლენასთან ერთად მსოფლიოს რამდენიმე წერტილში მიმდინარე საომარი მოქმედებები განსახილველი თემა იყო ოსკარზე. ცერემონიალზე ყველა ქვეყანას, სადაც ომია მშვიდობა უსურვეს.