2024 წლის „ოსკარის“ ნომინანტები

კინოსამყარო წლის მთავარი ცერემონიის მოლოდინში.

გამოქვეყნდა 2024 წლის ოსკარზე ნომინირებულთა სრული სია. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ნომინაცია „ოპენჰაიმერმა“ და „ბარბიმ“ მიიღო. ამერიკის კინო-აკადემიის დაჯილდოების 96-ე ცერემონიას დოლბის თეატრი 10 მარტს უმასპინძლებს.

უკვე მეოთხედ ყველაზე პრესტიჟულ კინო-დაჯილდოებას ცნობილი ტელეწამყვანი ჯიმი ქიმელი გაუძღვება. წელს ოსკარი 23 ნომინაციაში გაიცემა. რჩეულთა ვინაობა კი თითქმის თვენახევარში გაირკვევა.