ოსკარის ნომინანტები

მზადება კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენისთვის.

ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელთა ვინაობა 12 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს 23 ნომინაციაში გამოავლენენ.

წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის 10 კინოსურათი იბრძოლებს. მათ შორისაა ლეგენდარული რეჟისორების სტივენ სპილბერგის და ჯეიმს კამერონის ფილმები. არანაკლებ შთამბეჭდავია იმ მსახიობთა სიაც, რომლებიც ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციებში ოსკარისთვის იბრძოლებენ.