„ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია

„ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია. ამერიკულმა კინოაკადემიამ ყველაზე პრესტიჟულ – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ხუთის ნაცვლად, წელს ათი კინოსურათი წარადგინა. 11 ნომინაციით ლიდერობს ფილმი „ყველაფერი ყველაგან ერთდროულად“. კინოსურათი მაყურებელს მოუთხრობს ისტორიას ქალზე, რომელიც მულტისამყაროებს შორის მოგზაურობს და საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ასევე წარადგინეს ფილმები „ტოპ გან: მევერიკი“ და „ავატარი: წყლის გზა“. საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს გერმანული ნამუშევარიც – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, რომელიც ასევე წარდგენილია წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ქეით ბლანშეტი, ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო, მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ. „ოსკარების“ გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 12 მარტს გაიმართება.