ოსკარის 95-ე დაჯილდოება

კინოსამყაროს მთავარი მოვლენა – ლოს ანჯელესმა ოსკარების დაჯილდოების 95-ე ცერემონიას უმასპინძლა.

ამერიკული კინოაკადემიის წლევანდელი ფავორიტი ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა, მან ოქროს ქანდაკება შვიდ ნომინაციაში მიიღო.

ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისა და კაცის ნომინაციებში მიშელ იომ და ბრენდარ ფრეიზერმა აიღეს. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულმა ნამუშევარმა მიიღო.

გამარჯვებულები ჯამში 23 ნომინაციაში გამოავლინეს.