„მწვანე პასპორტით“ სარგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის „მწვანე სტატუსის“ დასადასტურებლად საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. სტატუსის შემოწმება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე იქნება შესაძლებელი აცრის ან „პისიარ“უარყოფითი პასუხის შესაბამისად. ე.წ „მწვანე პასპორტის” კონცეფცია პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.