რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება 

ყოველდღე სულ უფრო გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მონაცემები, რომლებიც წინასწარ პროგნოზებს სცდება.

საქართველოში კორონავირუსისომიკრონის“ შტამი უკონტროლოდ ვრცელდება. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 35%-ს უახლოვდება, რაც შედარებით სტაბილურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელს შვიდჯერ აჭარბებს. ქვეყანა მეექვსე ტალღის პიკშია. ხვალინდელი სტატისტიკა გვაჩვენებს, გამოიკვეთება თუ არა ვითარების დასტაბილურების ნიშნები. თუ ხვალ, შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ზე, ანუ დღემდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ცოტა იქნება, ეს ნიშნავს, რომ პიკურმა პერიოდმა დიდი ალბათობით გადაიარა და ვირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის დაღმასვლა იწყება.