ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. თებერვლის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა რამდენჯერმეა შემცირებული. დღეს 4 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლოს ასეთი სტატისტიკა „ომიკრონის“ გავრცელებამდე, ანუ დეკემბერში გვქონდა. ინფიცირების დინამიკის კიდევ უფრო დაღმასვლას ელოდებიან ეპიდემიოლოგები. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პროგნოზით, დაახლოებით ათ დღეში მეექვსე ტალღა შესაძლოა დასრულებულად გამოცხადდეს. სიახლეა, რომ დღეიდან სახელმწიფო პისიარ-ტესტებით კვლევას აღარ დააფინანსებს.