რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

განახლებული პროგნოზით, მიმდინარე კვირას ინფიცირების მაჩვენებლების კლება უნდა დაიწყოს.

შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ხვალინდელი სტატისტიკაც გვაჩვენებს, რამდენად მოსალოდნელია უახლოეს დღეებში მეექვსე ტალღის პიკის პერიოდის გადავლა. კორონავირუსისომიკრონის“ შტამის აქტიური ცირკულირების და სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე დიდი ზეწოლა არ არის, თავისუფალია 2 000-მდე კოვიდ-საწოლი. თუმცა, თუ ინფიცირების დღიური მონაცემები თებერვალში მკვეთრად არ შემცირდება, კოვიდ-კლინიკები კრიზისს ელოდებიან. ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილიც. კვირიდან კვირამდე ვაქცინაციის მაჩვენებლები სულ უფრო მცირდება. სწორედ ვაქცინებთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მთავრობის წევრებს განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.