ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

თითქმის 5 ათასით ნაკლები ინფიცირებული წინა სამშაბათთან შედარებით.

კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა ეპიდემიოლოგებს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. სპეციალისტების ვარაუდით მიმდინარე კვირაში მეექვსე ტალღის პიკი დაღმასვლას დაიწყებს, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა დადებითობის შემცირებული დღიური მაჩვენებელი რეგიონებში. ამ მხრივ ყველაზე კარგი ვითარება აჭარის რეგიონშია. საერთო ჯამში ქვეყანას 176 ათასი კოვიდ-პაციენტი ჰყავს, საიდანაც უმეტესობა სახლის პირობებში მკურნალობს, კლინიკებში მოთავსებული 6 ათას 17 პაციენტიდან კი 95 % აუცრელია. არავაქცინირებულ მოქალაქეებში ვირუსის მძიმე მიმდინარეობის გამო ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ და მესამე ბუსტერ-დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. რამდენად სწრაფად დასრულდება მეექვსე ტალღა, ეს რეკომენდაციების დაცვაზე და ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.