ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების დინამიკა კლებისკენ მიდის.

მეექვსე ტალღის რთული ფაზის და ეპიდ-აფეთქების შემდეგ სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა. წინა კვირებთან შედარებით, დღიური სტატისტიკა 10 000-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში პიკის პერიოდმა დიდი ალბათობით გადაიარა. ეპიდემიოლოგების გათვლებით, თუ „ომიკრონის“ შემდეგ სხვა შტამები არ გაჩნდა, მარტში დღიური მონაცემები განახევრდება და შესაძლოა 5 000-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს. სამხრეთ აფრიკული შტამის მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, კვლავ მაღალია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა. ამ მომენტისთვის კლინიკებში 6 000-მდე პაციენტი მკურნალობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.