მარნეულში მუსლიმთა დღესასწაულს აღნიშნავენ.
გაიმართა იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია. ღონისძიება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. მორწმუნეები ტკბილეულს და ჩაის არიგებენ.