მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის დადგენილებით, იკრძალება სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა. დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ხელშეკრულების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

მოამბე